Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ლედი კორძაძე (ადვოკატი)

ლედი კორძაძე იურიდიული დახმარების სამსახურში მუშაობს 2018 წლის 02 ივლისიდან, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის პოზიციაზე, ასევე მას აღნიშნულ ბიუროში, კლინიკის ფარგლებში, 2014 წელს გავლილი აქვს 3 თვიანი სტაჟირება. იგი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია და პერიოდულად ესწრება, როგორც ადვოკატთა ასოციაციის, ასევე იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს.

ლედი კორძაძემ 2013 წელს დაასრულა სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და მიიღო ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 2015 წელს, აიღო ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი, სისხლის სამართლის მიმართულებით. 2014 წელს 6 თვის განმავლობაში გადიოდა სტაჟირებას, თბილისის სააპელაციოს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. 2015–2016 წლებში გადიოდა სტაჟირებას, საქართველოს პროკურატურის ორგანოებში, კერძოდ ძველი თბილისის და ისანი–სამგორის რაიონულ პროკურატურებში, სტაჟიორ–პროკურორის თანამდებობაზე. გავლილი აქვს სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე.